logo_geo
ზურაბ ჯაფარიძე: ესენი ელოდებიან რევანშს, გამოექანეთ მთაწმინდიდან!
- +

5 ივნისი. 2018. 20:54

 

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, იმის გამო, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არ მივიდა, ყოფილი გუბერნატორი და თბილისის ყოფილი ვიცე-მერი ემუქრება.

 

„არსოშვილი გახსოვთ? ყოფილი გუბერნატორი, ყოფილი თბილისის ვიცე-მერი, ყოფილი ერ. გვარდიის სარდალი და ყოფილი დეპუტატი? რუსთაველზე რომ ღამის მასკარადი იყო ორი დღის წინ, მისვლაზე რომ უარი ვთქვი, საჯაროდ მომწერა სირი ხარო. ამის შემდეგ ჯერ თვითონ მლანძღა და ლანძღა, მერე რამდენიმე ჩემთვის უცნობმა ადამიანმა. მერე დამბლოკა და ვიღაც მეგობარი-ბოტი გამოუშვა (შეიძლება თვითონაც იყოს), რომელიც გულმოდგინედ ადგენს ამ ადამიანებისა (მათ შორის ერთი ჩემი მეგობრის)  და მათი ოჯახის წევრების ადგილმდებარეობას, თან სათითაოდ ემუქრება. ეს ადამიანები მართავდნენ ქვეყანას. ამათ ხელში იყო უკონტროლო ძალაუფლება. და ესენი ელოდებიან რევანშს. გამოექანეთ მთაწმინდიდან! შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩათვალეთ, რომ მოგმართავთ. ჩემი პასუხისმგებლობა იქნება, ამ ხალხმა რომ ვინმეს მართლა რამე დამართოს. და არ ვარ დარწმუნებული რომ ამაზე წამსვლელები არ არიან. თუ საჭიროა, ოფიციალური განცხადებით მოვალ, გამოვძებნი მაგისთვის დროს", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი