logo_geo
ჯონდი ბაღათურია: საქართველომ „გაზპრომისგან“ მიიღო მაქსიმუმი...
- +

18 იანვარი. 2017. 20:46


 

„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში „გაზპრომთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღეს, დაგვიანებით უკიდურესად გაფუჭებულ სასტარტო ვითარებაში, საქართველომ „გაზპრომისგან" მიიღო მაქსიმუმი რისი მიღებაც შეეძლო და თუ ახლა ეს შეთანხმება არ დაიდებოდა მაშინ სომხეთი გაზს მიიღებდა სხვა გზით და საქართველო მთლიანად დაკარგავდა 500 000 000 კუბამეტრი გაზის საფასურს ყოველ წლიურად, თან გაიჭუჭებდა ურთიერთობას სომხეთთან რომელიც აღარ იქნებოდა ჩვენზე დამოკიდებული!

 

თქვენი აზრით რამ გააქტიურა არასამთავრობო ორგანიზაციები და რატომ დაინტერესდნენ ასე ძალიან ენერგეტიკით ?!

 

ვის ჭირდება ასე ძალიან, რომ საქართველომ დაკარგოს სომხეთისთვის გაზის მუწოდების ფუნქცია და ამით დაკარგოს არა მხოლოდ უზარმაზარი შემოსავლები არამედ მნიშვნელოვნად დაკარგოს პოლიტიკური პოზიციები რეგიონში ?!

 

ვის არ აწყობს ასე ძალიან რომ საქართველოს, საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს გაზის მოწოდების ალტერნატიული წყარო ?! აშშ-ს ?!

 

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ აშშ-ს მთავრობის მიერ ფინასდებიან ოფიციალურად.." - წერს ბაღათურია.


 

big_banner
არქივი