logo_geo
მერაბ კაჭახიძე: აზრი მითხარი გაყოფის, ბორბალმა გაყო ფუნაო?!
- +

18 იანვარი. 2017. 21:58



პარლამენტის ყოფილი წევრი მერაბ კაჭახიძე სოციალურ ქსელში ლექს აქვეყნებს. კაჭახიძემ აღნიშნული ლექსი „ნაციონალური მოძრაობის" ორ ჯგუფად გაყოფას მიუძღვა:


„გაიყვნენ, მერე რა მოხდა,

ჩაქუჩმა რკინა ღუნაო.

აზრი მითხარი გაყოფის,

ბორბალმა გაყო ფუნაო?!

 

გიგი აქედან ქადაგებს,

მიშა იქედან ბლუკუნებს,

ქაქია ორივ ნაჭერი,

ღმერთი ხომ ამას უყურებს?!

 

გულმავიწყობა გვჩვევია,

და აღტკინება წამითა,

მაგრამ გვახსოვდეს ჯობია,

რომ ამათი დრო წავიდა.

 

ბევრი ყავს მომსწრე - მხილველი,

გუშინწინ იყო ამბავი,

რა დღეში ყავდათ ქვეყანა,

როგორ ზეობდა ნაგავი.

 

აწ გარდასახვა ამათი

არის ტყუილი თამაში,

კაცი კი არა, მეორედ

ვირი არ შედის ტალახში.

 

დამეთანხმებით, არ მიყვარს

წასისინება, შუღლიო,

მაგრამ სათქმელი თუ არ ვთქვი,

უძარღვოდ დარჩა შუბლიო.

 

გამოდი თუ გამოგიშვეს,

შეირგე, წადი სახლშიო,

რა ხვითოც იყავ გვახსოვხარ,

ნუ ყელყელაობ ხალხშიო!

 

გვახსოვხართ ჩემო ბატონო,

როგორ უკმევდით წინასა,

როგორ ულოკდით ქუსლებსა,

დღეს, რომ აგინებთ იმასა!

 

ჰოდა გეყოფათ სპეკტაკლი,

ვეღარა ჯდებით როლშიო,

ისე უხდებით ერთმანეთს,

როგორც სულგუნი ღომშიო.

 

ათასად რომ დანაწილდეთ,

მაინც ერთი ხართ კრებული,

მიშიკოს გამოზრდილები,

მიშიკოს დორბლით ცხებული.

 

წადით სახლებში ბიძიკო,

ამოისუნთქოს ხალხმაო,

ეცადეთ ჩამოირეცხოთ,

გუშიწინდელი დამღაო!

 

საკარგკაცოდ თუ ივარგებს,

ოდესმე თქვენი გულები,

ხალხი მიხვდება, შეგინდობთ,

არ დაგჭირდებათ ქულები!

 

სხვა მხრივ სულ კარგად მენახეთ,

ბოროტი არ ვარ ბუნებით,

არ შემშურდება მე თქვენი,

თავს არ დავიღლი ყურებით.

 

გვახსოვდეს საქმე საქვეყნო

არ იზომება ფასშიო,

მთავარი მადლი ის არის

ერმა ჩათვალოს ღვაწლშიო!


მ.კაჭახიძე

18.01.2017წ."


 

 

 

big_banner
არქივი