logo_geo
„ყველა მატარებელი ეტაპობრივად აღიჭურვება ბიბლიოთეკებით“
- +

19 იანვარი. 2017. 23:13




„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში ლევან მიქელაძის სტატუსს აზიარებს. როგორც მიქელაძე იუწყება, „საქართველოს რკინიგზა" ახალ პროექტს ახორციელებს:

 

„მეგობრებო!

 

ყველას მოგეხსენებათ თუ რამდენად სასიამოვნოა მატარებელში კითხვა, მაგრამ საქართველოში მატარებელში კითხვის კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

 

„საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ყველა მატარებელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობს ეტაპობრივად აღიჭურვება ბიბლიოთეკებით.

 

გაგვიზიარეთ წიგნები, რომლებსაც თვლით, რომ კარგია და აუცილებელია ისინი სხვა ადამიანებმაც წაიკითხონ, გაუკეთეთ თქვენი ავტოგრაფი წიგნებს, რომლებიც გემეტებათ ჩვენთვის და ერთად ავღჭურვოთ ქართული რკინიგზა ბიბლიოთეკებით.

 

მათ ვინც წიგნს/წიგნებს გულით გაიმეტებს საქართველოს რკინიგზა ბევრ სიურპრიზს პირდება!

 

დაგვიტოვეთ სამსახსოვრო წარწერები წიგნებზე, გაუხალისეთ მგზავრობა ერთმანეთს, შესაძლოა მგზავრობისას თქვენი ნაჩუქარი წიგნის წაკითხვა თქვენს მეგობარსაც მოუხდეს ან პირიქით!

 

იმის შესახებ, თუ სად უნდა მოგვიტანოთ წიგნი მომწერეთ მე და თუ არ შეწუხდებით პოსტი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ, რადგან ყველამ შეძლოს ამ საინტერესო სოციალურ აქციაში ჩართვა", - წერს მიქელაძე.

 


 

 

 

 

big_banner
არქივი