logo_geo
გიორგი გურგულია: ტურიზმის განვითარებაზე რომ გვაქვს პრეტენზია...
- +

20 იანვარი. 2017. 12:32


 

„ჩათვალეთ, რომ 79 ათასი ტურისტი დაკარგულია. თუ კაცმა ზღვიდან ამოსვლის შემდეგ მარილიანი წყალი ვერ ჩამოიბანა, ის ხომ ანტირეკლამას გაუკეთებს ქვეყანას?!", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მსახიობმა გიორგი გურგულიამ და 2005 წელ გაიხსენა, როდესაც ის აჭარის მთავრობას შეხვდა.

 

„2005 წელს აჭარის მთავრობას შევხვდი. 80 ათასი ტურისტის ჩამოყვანას ითხოვდნენ. პრობლემა არ იყო, ისეთ ღონისძიებებს გავაკეთებდით, რომელიც დამსვენებლებს მოიზიდავდა, მაგრამ ერთი შეკითხვა დავსვი - რამდენ კაცს გადაავლებთ ცხელ წყალს-მეთქი? დაფიქრდნენ და მიპასუხეს - ათას კაცსო. ჩათვალეთ, რომ 79 ათასი ტურისტი დაკარგულია. თუ კაცმა ზღვიდან ამოსვლის შემდეგ მარილიანი წყალი ვერ ჩამოიბანა, ის ხომ ანტირეკლამას გაუკეთებს ქვეყანას?!

 

ტურიზმის განვითარებაზე რომ გვაქვს პრეტენზია, ელემენტარული პრობლემა მაინც უნდა გადავჭრათ, ორღობეებში ტუალეტები არ უნდა გვქონდეს, ყველა სოფელში და კუთხე-კუნჭულში კანალიზაცია არ უნდა იყოს გაყვანილი?", - ისაუბრა გიორგი გურგულიამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი