logo_geo
თიკა ალავიძე: ზაზას ბოდიშს ვუხდი, რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა...
- +

20 იანვარი. 2017. 13:47



ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

 

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი, რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა!

 

ვამაყობ შენით, როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე.

 

რთულია გაიარო ის გზა, რაც შენ გაიიარე და დღეს ესეთ დონეზე ისეთივე შემართებით თამაშობდე, როგორც მაშინ, როდესაც პირველად დადგი ფეხი მოედანზე, არცერთხელ არ თქვა სიტყვა დავიღალე და მეზარება! ყველა მომავალ სპორტსმენს ვუსურვებ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და თქვენი ქვეყნის სიყვარულს!" , - წერს თიკა ალავიძე.




 

big_banner
არქივი