logo_geo
„ცრემლს ვერ ვიკავებ...“ - მამა პეტრე კოლხი დედის წერილს აქვეყნებს
- +

24 იანვარი. 2017. 17:12



მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში დედის ემოციურ წერილს აქვეყნებს:


„პირველად ვაქვეყნებ.

 

18-ის ვიყავი. დედაჩემმა სოფლიდან მომწერა. ძველ დღიურებში ვიქექებოდი და შემთხვევით წავაწყდი, მაგრამ ამ შემთხვევითობამ იქ დამაბრუნა, როცა ნახევრად მშიერი დედის წერილებით ვიკვებებოდი და მივხვდი, რომ ახლა განვიცდი ნამდვილ შიმშილს...

 

თუკი ცრემლს საუბარი შეუძლია, დედა აუცილებლად მოისმენს...

 

პაატა დედი, შემოგევლოს დედაშენი, დედა!

 

არაფერზე ინერვიულო. გამოცდებს როგორც კი მორჩები, მაშინვე წამოდი. ღუმელთან მაინც დაჯდები და გათბები. სულ მენატრები, დედა... ტელევიზორში იშვიათად მოგკრავ თვალს, ცრემლს ვერ ვიკავებ, ოთახიდან გავდივარ, მიბრაზდება მამაშენი, რა გატირებს, ჯარში კი არ წავიდაო... რას ჭამ, რა გაცვია, როგორ დადიხარ, ყველაფერი მომწერე. ათ ლარს გიგზავნი, მეტი ვერ ვიშოვე, კვირის ბოლომდე იკმარე და მერე ჩამოსვლაც მოგიწევს. ხვალ დაბადების დღე გაქვს, ჩემი პირველი ბედნიერება და სიხარული ხარ, დედა!.. ისე გეცხოვროს, ყველასთვის სიხარული მოგეტანოს. თავს გაუფრთხილდი, დრო უქმად არ დაკარგო, ბევრი იკითხე. შენი მომავალი შენ უნდა შექმნა. ჩვენ თავი ძლივს გაგვაქვს. შენით უნდა გაიკვალო გზა, შვილო..." - წერს მამა პეტრე.


 

big_banner
არქივი