ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„რამდენიმე ტარტაროზი აცხადებს, დასავლური ორიენტაცია რომ გვაქვს, ეს კონსტიტუციაში ჩავწეროთ, NATO და ევროკავშირიც დავაფიქსიროთო!
NATO და ევროკავშირი პირადობის მოწმობებშიც რომ ჩაგვიწეროთ, არ გინდათ?!
რაც საქართველო არსებობს, ხან ფრანციცულები ხართ, ხან - პეტერბურღში დაწინაურებული თავად-აზნაურები, ხან "ცეკა კაპეესესები", ხან - მედასავლეთეები, ხან - ჩრდილოეთელები, ხან - აღმოსავლეთელები... იყო დრო, ისპაჰანში გარბოდით თანამემამულეების ჩასაშვებად, იყო დრო - რუსეთში გარბოდით ისევ თანამემამულეების ჩასაშვებად, ახლა ბრიუსელსა და ამერიკაში გარბიხართ ქვეყნის ჩასაშვებად!" , - წერს ზედელაშვილი.