logo_geo
ნინო სურგულაძე: ერთადერთი რაც მამშვიდებდა ეს იყო დედაჩემთან საუბარი
- +

26 იანვარი. 2017. 01:39


 


მომღერალი ნინო სურგულაძე უცხოეთში მყოფ ახალგარდებს მიმართავს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს :


„არ შემიძლია არ დავწერო და არა დასაცავად, არამედ აზრის დასაფიქსირებლად. ყველას ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს დამეთანხმება, რომ არ არის იქ იოლი თავის დამკვიდრება.

 

მარტოობა ძნელია და მუდმივად გენატრება სახლი, მაგრამ ასეა საჭირო. ჯარისკაცივით ხარ და ყოველ დღე უნდა დაამტკიცო, რომ მეტი შეგიძლია, ვიდრე სხვას და უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ადგილისთვის იბრძვის.

 

მე 21-ის ვიყავი და მახსოვს როგორ განვიცდიდი რომ ნულიდან უნდა დამეწყო ყველაფერი. ერთადერთი რაც მამშვიდებდა ეს იყო დედაჩემთან საუბარი. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ მინდა ყველა იმ ხალგაზრდას ვუთხრა, ვინც მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად და დასახვეწად,

 

- არ შეგეშინდეთ წინააღმდეგობების, ისინი ყოველთვის იქნება.

 

აკეთეთ თქვენი საქმე და აკეთეთ კარგად, ყველაფერი იქნება მაგრად და როდესმე, როდესაც მოვა დრო ადრე თუ გვიან დაბრუნდებით (იმედია) თქვენს ცოდნას და გამოცდილებას თქვენს ქვეყანას მოახმართ, ჩვენ კი უნდა გაგამხნევოთ და მეტი ძალა და ენერგია მოგცეთ, იმიტომ რომ უბრალოდ ცოტანი ვართ და მიმობნეულები მთელს დუნიაზე.

 

მეტი სიყვარული, პოზიტივი და ერთმანეთის გატანა გვქონდეს" , - წერს სურგულაძე.


 

big_banner
არქივი