logo_geo
პაატა ქურდაძე: ღამის თბილისი სასტიკ ვიდეო თამაშს გავს!
- +

26 იანვარი. 2017. 03:19


 

 

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოავარიას ეხმაურება:

 

„საშინელება მოხდა რუსთაველზე და რა თქმა უნდა, მძღოლი უნდა დაისაჯოს. არც იმას უნდა ლაპარაკი, რომ სიმთვრალეზე სასჯელი მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს. საავტომობილო მოძრაობის უმკაცრესი კონტროლი და პასუხისმგებლობების გაზრდა ერთ-ერთი იშვიათი რეპრესიული პოლიტიკაა რომელიც ამართლებს: საფრანგეთში სარკოზის მიერ შემოღებული ძალიან მკაცრი კანონების შედეგად სიკვდილიანობამ, როგორც მახსოვს მკვეთრად იგრძნო საფრანგეთის გზებზე. თუ სწორად მახსოვს პირველივე წელს დაახლოვებით ორი ათასი გარდაცვლილით.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს - საქათველოში უამრავი ადამიანი იღუპება გზებზე, ისე რომ ვერ ვგებულობთ! უნდა ვაღიაროთ, ამ ტრაგედიამ ბანალურად რომ არ ჩაიარა, ამაში რუსთაველის პროსპექტმა დიდი როლი ითამაშა და არც არის გასაკვირი... ქვეყნის ცენტრალურ ქუჩასა და ჩქაროსნულ ზატკეცილს შორის როდესაც განსხვავება არ არის, ეს უფრო შემაშფოთებელი და შორს მიმავალი პრობლემაა, ვიდრე მხოლოდ სიმთრვრალე. შეგახსენებთ თავისუფლების მოედინიდან ვერაზე, მელიქიშვილისა და პეტრიაშვილის გადაკვეთამდე არც ერთი შუქნიშანი არ არის და როდესაც საცობები არ არის, ქალაქის ცენტრში ავტომობილები საათში ოთხმოცი, ასი, ხშირად მეტი კილომეტრის სიჩქარით დაქრიან. აყროლებულ, ბნელ და ღრმა რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელს ადამიანები თავს არიდებენ და მაინც ფეხით ჭრიან ქუჩას... ხშირად მიფიქრია, განსაკუთრებით ღამე, როდესაც სახლში ვბრუნდები ხოლმე, თბილისში ყოფნისას რუსთაველის გავლით და ვცდილობ ქუჩაზე გადამსვლელ „აჩრდილებს" შორის სლალომით ვიარო, რომ ღამის თბილისი სასტიკ ვიდეო თამაშს გავს. სადაც ზომბებივით მოსიარულე რაც შეიზლება ცოტა ადამიანი უნდა გასრისო.

 

სულაც არ არის აუცილებელი საჭესტან მთვრალი იჯდეს იმისათვის რომ ისეთი ტრაგედია მოხდეს, როგორიც გუშინ მოხდა... არსდროს მინახავს ქალაქის ცენტრი (მოსკოვის გარდა, თუმცა ის ძალიან სპეციალური ქალაქია ამ მხრივ), სადაც ავტომობილები ასეთი სიჩქარით დაქრიან უამრავი მოციმციმე და ხმაურიანი პოლიციის პატრულის თვალწინ, რომლებიც მხოლოდ მაშინ აქტიურდებიან, როდესაც ვინმე მანქანას გააჩერებს სავალ გზაზე. მაშინვე იწყებენ გამაზლიერებლებში შენობით ყვირილს მანქანიდან გადმოუსვლელად - „დროზე გაიყვანე მანქანა!.." გაბედე და ნუ გაიყვან! ...

 

საბჭოთა კავშირი გახსოვთ? - უფროსობამ რომ უნდა გაიაროს ისე რომ არ შეფერხდეს!.. რუსთაველის ქუჩა სწორედ საუფროსო ქუჩაა - პარლამენტი, საკრებულო, სამინისტროები... აქ არავინ არ უნდა შეყოვნდეს, მოხუცმა ან შეზღუდული შესაზლებლობის ადამიანმა თავისუფლების მოედნიდან უნივერსტეტამდე უნდა იაროს რომ ქუჩა გადაჭრას... და ეს არასდროს არ შეუმჩნევია!

მე პირადად ამ თემაზე 2009 წლიდან ვლაპარაკობ, ვეწერ.. მაგრამ რად გინდა! ასე მპასუხობენ შუქნიშნები არ გვინდა, საცობები იქნებაო... დაახლოვებით იმ სტილში - ტროტუარზე გაცერებას თუ აკრძალავენ, მანქანა სად გავაჩეროთო, რომ ამბობენ... მე, რა თქმა უნდა, უამრავი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო თავისი მაგალითებით. (მაგალითად შანზელიზე, სადაც ყოველ ოთხას მეტრში ზებრა და შუქნიშანია) რომ შუქნიშნები პირიქით არეგულირებენ ქალაქში მოძრაობას, მაგრამ ძალიან გამიგრძელდება...

 

ისედაც, ამდენს იმიტომ ვწერ, რომ არ მინდა ეს შემთხვევა განზოგადდეს და იმ ერთი მთვრალი მკვლელის სამაგალითო დასჯას შეახოცონ ხელები... საქართველოში მძღოლების უმრავლესობა პოტენციური მკვლელია და ეს ყველამ იცის! ყოველდღე, ყოველ წუთს ვხედავთ პატრულის თვალწინ როგორ არავინ რთავს მოსახვევში, ან ხაზიდან ხაზში გადასვლის დროს ციმციმას... ყველამ იცის რომ ეს ძალიან საშიშია, მაგრამ არა თუ არაფერს ამბობენ, თვითონაც არ რთავენ... თავიდან მიკვირდა, მერე შევაჩნიე, რომ თავად პატრულიც არ ხმარობს ციმციმას და საერთოდ არღვევს მოზრაობის წესებს აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში... და ხელი ჩავიქნიე.. ერთხელ შენიშვნა მივეცი და კინაღამ დამიჭირეს - უბრალოდ დასეირნობდნენ წინ და უკან, პერიმეტრს აკონტროლებდნენ ბიჭები... კინაღამ დავეჯახე ისე მოულოდნელად მომიტრიალეს წინ 180° ით თავიანთი უზარმაზარი "ბატმანის" „ფორდი".

 

საჭიროა მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარონ, რომ მათი პასუხისმგებლობა ყოველი ასეთი ტრაგედიისას უფრო მეტია ვიდრე თავად ნებისმიერი პოტენციური მკვლელის, რომელიც ახლაც, ამ წუთშიც დაქრის თბილისის და სხვა ქალაების ქუჩებში - საქართველოს გზებზე და ყოველ წუთს შეიზლება ასეთივე გოგონა, ან ბიჭი, ბავშვი... ნებისმიერი ადამიანი გამოასალმოს სიცოცხლეს. ეს პრობლემა ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემად უნდა გამოცხადდეს. ამაში ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული!

 

აღარ ვაპირებდი ამხელა სტატუსების დაწერას, მაგრამ - ძალიან, ძალიან შემეცოდა ის გოგო. ძალიან ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო...", - წერს ქურდაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს ღამით თბილისში თავისუფლების მოედანთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა 26 წლის სოფო ბერიძე, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. იგი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ფსიქოლოგად მუშაობდა.


 

big_banner
არქივი