logo_geo
„მე კარგა ვიყო, ქვეყანას თუგინდ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია“ - დროის მიმართ უცვლელი რჩება!“
- +

26 იანვარი. 2017. 22:37



ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების განვითარებისა და წინსვლის საფუძველი არასდროს ყოფილა მიწის თავისუფალი გაყიდვა! არასდროს! არა, მხოლოდ მიწის, არამედ, ბუნებრივი რესურსების როლიც არსად ყოფილა გადამწყვეტი! ამდენად, ჩვენი უვარგისი მარიონეტი რამდენიმე არასამთავრობოს პროტესტი სასოფლო-სამეურნეო მიწების თავისუფალი გაყიდვის შეზღუდვის წინააღმდეგ - გასაგებია: უმწიფარ მარიონეტებს უხდიან და... ისინიც კაკანებენ უპასუხისმგებლოდ...

 

აი, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ვაი-პოლიტიკოსები პარლამენტში რომ თავისუფალ გაყიდვას უჭერენ მხარს და  ამით „ეკონომიკის აღორძინებას" ქადაგებენ - გასაგებია, უვიცობის ბრალია, ერთი მხრივ, მაგრამ, ისე  ხომ არის ქართველი ღირსი რომ გაუყიდონ ყველა მიწა და აახვევინონ აქედან?!..

 

ისტორიული გამყიდველობა და „მე კარგა ვიყო, ქვეყანას თუგინდ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია" - დროის მიმართ უცვლელი რჩება!

 

ქართველი ისევ უპასუხისმგებლო და საკუთარი ქვეყნის გამყიდველია, თავის საკმაოდ დიდ რაოდენობაში!", - წერს გიორხელიძე. 


 

big_banner
არქივი