logo_geo
ცოტნე გამსახურდია: განუკითხაობაზე - მუდამ ეს სიტყვები მახსენდება...
- +

26 იანვარი. 2017. 22:38


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„განუკითხაობაზე - მუდამ ეს სიტყვები მახსენდება, არ ამომდის თავიდან:

 

„ზ. გამსახურდია: პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები - მეფეები და თავადები - არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.

 

საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია."

 

ქართველმა ხალხმა ზუსტად ისეთი ქვეყანა შექმნა, როგორიც უნდოდა და როგორიც იცოდა! და მასში ამ სიტყვების მთქმელის ადგილი არ იყო!

 

და ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება ლოგიკური დასასრული - გადაშენება! უბრალოდ ძნელია ყურება, როცა სინდისი შეგრჩენია და ამ ყველაფრის ნაწილი ხარ...", - წერს გამსახურდია. 


 

big_banner
არქივი