logo_geo
ბაკურ სვანიძე: სად ნახეთ ამ რეგვენის „ედისონობა“?
- +

27 იანვარი. 2017. 03:52


 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


„კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებ: ვბლოკავ ყველას, ვინც რომელიმე „ნაციონალ" იტყვის/დაწერს რაიმე დადებითს!!!! ახლა დავბლოკე ადამიანი, რომელიც ლამის 4 წელია Facebook-ზე მემეგობრება!

 

მას გამოქვეყნებული ჰქონდა გიორგი ვაშაძის ფოტო სადაც ვაშაძე ამბობს - „გული მტკივა, რომ პროექტებს მაკეთებინებენ ამერიკასა და უკრაინაში და არა საქართველოში".

 

თვითონ ამ ჩემს „მეგობარს" მიწერილი ჰქონდა: „მართლა საწყენია რომ ეს კაცი ჩვენი ქვეყნის სამსახურში არ არის! თავისი საქმის ედისონია!"

 

მივწერე ამ ტიპს რაც მისაწერი იყო და დავბლოკე!!!!

 

ახლა კარგად მომისმინეთ:

 

ამ აფერისტულ განცხადებაზე - „ვაიმე რა მაგარი ვარ, ამერიკა და უკრაინა მაძლევენ შეკვეთასო" - ამაზე როგორ უნდა ავარდეს ნორმალური ადამიანი? პლიუს ამას - რა „ედისონია" ეს ჩემისა, რაც მაგას მილიარდები დააყარეს, მაგით "იუსტიციის სახლს" კი არა, კოსმოსურ ორბიტალურ სადგურსაც გავაკეთებდი!

 

სად ნახეთ ბლიად ამ რეგვენის „ედისონობა"???? როდემდე უნდა იყოთ ასეთი გოიმები???? როცა აღარ აქვს ფული, აგერ შეუძვრა პაატა ბურჭულაძეს და რაცხა „ედისონი" და "ნიჭიერია" ვნახეთ ყველამ!!!! და საერთოდ - მოეშვით ამ „ფილოსოფიას", - წერს სვანიაძე. 


 

big_banner
არქივი