შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„შეტყობინებიდან 5-6 წუთში მეხანძრეები ადგილზე იყვნენ, მობილიზებული იყო 31 სახანძრო ბრიგადა. ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულია 1 მეხანძრე. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", - წერს თეა პერტაია.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.