logo_geo
გია გაბრიჭიძე: ზოგიერთი აუცილებლად იტყვის - კაი ერთი, ტყუილია ეგ ყველაფერიო...
- +

30 იანვარი. 2017. 20:15


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „ბავშთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„აი ეს ინფორმაციებია ხანძრით დაზარალებულთან დაკავშირებით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი აუცილებლად იტყვის: კაი ერთი, ტყუილია ეგ ყველაფერიო.

 

„ბავშვთა სამყაროს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, დახმარება გაუწიოს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს.

 

„ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ეროვნული ბანკი „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ბანკებთან უშუამდგომლებს", - წერს გაბრიჭიძე. 


 

big_banner
არქივი