logo_geo
მერაბ კაჭახიძე: ვართ თუ არა დაუნახავ – უმადურები?!
- +

30 იანვარი. 2017. 23:35


 

პარლამენტის ყოფილი წევრი მერაბ კაჭახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ რამე ააშენა, გააკეთა, აღადგინა, ქვეყანას დაუბრუნა...

აქვს, ძმაო და უნდა ექნა, აბა რა?!

თუ ვინმეს დაეხმარა, უმკურნალა, სიცოცხლე აჩუქა...

აქვს, ძმაო და უნდა დახმარებოდა, აბა რა?!

თუ სტიქიური უბედურების ან ბუნებისგან მიყენებული ზარალი აანაზღაურა...

აქვს, ძმაო და უნდა აენაზღაურებია, აბა რა?!

თუ ვინმე "სახელიანი" ჩამოიყვანა, ქვეყანა და ქვეყანას ანახა...

აქვს, ძმაო და უნდა ჩამოეყვანა, აბა რა?!

თუ ვინმე გაუშვა, სწავლა ან ვიზიტი დაუფინანსა...

აქვს, ძმაო და უნდა დაეფინანსებინა, აბა რა?!

თუ ვინმეს საარსებოთი დაეხმარა და სარჩო - საბადებელი გაუჩინა...

აქვს, ძმაო და უნდა გაეჩინა, აბა რა?!

თუ სადმე გამოჩნდა და რამეზე თავისი აზრი დააფიქსირა...

რას შვება, მაგას ვინ კითხავს?! მასე არაა, ძმაო, აბა რა?!

 

პ.ს. ვართ თუ არა დაუნახავ - უმადურები?!

ვინ, ძმაო, ჩვენ?!

როგორ გეკადრება...

ვართ, ძმაო, ვართ, აბა რა?!", - წერს კაჭახიძე. 


 

big_banner
არქივი