logo_geo
ნანა გაგუა: აქ საქართველოა და ამ საქართველოში ნახევარ საქართველოს შია და სწყურია!
- +

31 იანვარი. 2017. 22:06




ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ამაზრზენია, შუადღის სატელევიზიო შოუების წამყვანები პირდაპირ ეთერში გამალებით რომ ილუკმებიან. სტუდიაში დამზადებულ „ანტიპრონწქ" კერძებს „უჰ-უჰ რა გემრიელიას"  თანხლებით და ყბებს ისე ამუშავებენ, მიმიქარავს თეთრი ზვიგენი. „ტელე-მზარეულ-წამყვანებს" ვურჩევდი, შინ კარგად დანაყრებულიყვნენ და ისე შესულიყვნენ სტუდიებში. ეგებ, ნაკლები ნერწყვი ედინოს ქვეყნის ნახევრად დამშეულ მოსახლეობას და ტელემაყურებელს, რომელიც, ეჭვი მაქვს, ვერასოდეს მოამზადებს „ზაგრანიჩნი" მიდიებისა და ხამანწკებისაგან სადილებს, ვერც ბროკოლსა და პარმიზანს შეიძენს გადაცემის დამთავრებისთანავე...

 

საქართველოა აქ... არც ნორვეგია! არც ფინეთი! არც შვედეთი და არც შვეიცარია! აქ საქართველოა 

 

 

big_banner
არქივი