logo_geo
გიორგი ფოფხაძე: წყალსაც წაუღია ნებისმიერი თანამდებობა, თუ შენი ქვეყნის მოქალაქეები სიცივით იყინებიან
- +

1 თებერვალი. 2017. 11:36


 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:


„საფრანგეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიას და გაზს, ზამთრის პერიოდში არც ერთ მოქალაქეს არ უთიშავენ, სულ რომ მილიონი ევრო ჰქონდეს დავალიანება... ოცდამეერთე საუკუნეში ვართ, ხალხო... ოცდამეერთეში...

 

ახლა წავიკითხე იმ უბედურებაზე და ნეტავ, არ წამეკითხა... როგორ შეიძლება ორმილიონნახევრიან ქვეყანაში ვინმე სიცივით იყინებოდეს? რა ხდება? წყალსაც წაუღია ნებისმიერი თანამდებობა და სავარძელი, თუ შენი ქვეყნის მოქალაქეები სიცივით იყინებიან", - წერს გიორგი ფოფხაძე.


ცნობისთვის, ბათუმში დედა-შვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი სახლში არსებული დაბალი ტემპერატურის გამო გაიყინენ.




 

big_banner
არქივი