logo_geo
„საბოლოოდ კი ეს გაირკვა: ბათუმში გარდაცვლილ დედა-შვილს 616 ლარი დახმარება ეძლეოდათ“
- +

1 თებერვალი. 2017. 17:15


 

 

„ერთი წუთითაც არ დამიჯერებია ვერსია, რომ ბათუმში დაღუპული დედა-შვილი გაყინვისგან დაიღუპნენ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს.


„გუშინაც მინდოდა ეს დამეწერა, მაგრამ ისე იყო აღტკინებული მთელი „ფბ" ამ ამბის გამო, თავი შევიკავე. ბათუმში დავიბადე და გავზიარდე. მთელი 90-იანები იქ გავატარე, როდესაც არც დენი იყო და არც გაზი და არასდროს გამიგია, ბათუმში ისეთი ყინვა ყოფილიყოს, შენობაში გაეყინა ხალხი.

 

რომ დაუშვა, ერთი ძალიან ავად იყო და ყინვამ დაუმატა, მეორე?! ან საბანიც არ ექნებოდათ?! ან თუ ერთი გაიყინა, მეორე იჯდა და ელოდა, თავადაც როდის გაიყინებოდა? ჟურნალისტს კითხვები ხომ უნდა გაუჩნდეს? როგორ შეიძლება, ჟურნალისტები ასეთ ინფორმაციებს, როგორც ფაქტს, მეზობლის ვარაუდზე დაყრდნობით ავრცელებდნენ და თან სათაურში გამოჰქონდეთ?!" - წერს მერაბ მეტრეველი და აქვე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი დედა-შვილი სახელმწიფოსგან დახმარებას იღებდა და არც ელექტროენერგია ჰქონიათ გათიშული.


„საბოლოოდ კი ეს გაირკვა - აი სიმარლე: გარდაცვლილ დედა-შვილს შუქი 26 იანვარს ჩაუჭრეს და მანამდე არიან გარდაცვლილები. გარდა მაგისა, 616 ლარი დახმარება ეძლეოდათ ჯამში. 156 სოციალური შემწეობა. დედა და 1 შვილი 180 +180 ლარს იღებდა. მეორე შვილი ფსიქიატრიულშია და 100 ლარს იღებს. იანვარში აღებული აქვთ და თებერვალშიც ჩარიცხული იქნება. ასევე არ დასტურდება გაყინვით გარდაცვალება", - წერს მერაბ მეტრეველი.


ცნობისთვის, ბათუმში დედა-შვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებობდა ვარაუდი, რომ ისინი სახლში არსებული დაბალი ტემპერატურის გამო გაიყინენ.






 

big_banner
არქივი