ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებას ეხმაურება:
„კაი ახლა ოთო არ გრცხვენია? ჩვენ ვიგონებდით ყველაფერს, თორემ თქვენი ციხე სანატორიუმი იყო. მგონი, გადაგვასწრებთ სააკაშვილის გინებაში და ჩვენ ვიღას ვაგინოთ?", - წერს ჯღარკავა.
როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, 2012 წლამდე ციხეებში არსებული ვითარების გამართლება კატეგორიულად მიუღებელია.