logo_geo
მალხაზ გულაშვილი: მართალია, რას ერჩით, სულ ევროპული ღირებულებები, არ გვირტყა 26 მაისს თუ 7 ნოემბერს?!
- +

3 თებერვალი. 2017. 01:17


 

 

სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კველვითი ცენტრის „აზრის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება:


„აი ის ნამაღლარი რომ გამოქანდა, სასწრაფოდ „რუსთავი 2"- ში და მე მივაღებინე ვიზა-ლიბერალიზაცია, არავინ დაიბრალოსო.

 

მართალია ეს კაცი, რას ერჩით, სულ ევროპული ღირებულებები, არ გვირტყა 26 მაისს თუ 7 ნოემბერს?! თევზებს რომ აპურებდა ადამიანების ხორცით ეგეც.  ციხეებში ცოცხლებს რომ მიცვალებულებთან აბამდა ეგეც, რომ აუპატიურებდა სკოჩით მიკრული ხალხს ეგეც. ქუჩაში ხალხის ჩახოცვა ხომ  საუკეთესო ევროპული ღირებულების აპოგეა იყო. ქონების ღამის სამ საათზე გადაფორმებები. კიდევ თუ რამე გამომრჩა, თქვენ დაამატეთ. მოკლედ დააფასეთ მიხეილი, ვიზა-ლიბერალიზაცია მოგიტანათ მან ვაშაა!", - წერს გულაშვილი.


 

big_banner
არქივი