logo_geo
შოთა გლურჯიძე: ალბათ, მართლაც დაანგრევენ თეატრებს და კორპუსებს ააშენებენ, ბენდუქიძის ანდერძით
- +

3 თებერვალი. 2017. 12:04


 

„თეატრებისათვის სპექტაკლების სადადგმო ხარჯები გაუუქმებია „ფიზ-კულტურის" სახელოვან მინისტრს. საინტერესოა, მისი აზრით, თეატრი ახალ სპექტაკლებს თუ არ დადგამს, რისთვისაა ეს უცნაური „დაწესებულება" მაშინ?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მხატვარი შოთა გლურჯიძე წერს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მიმართავს:

 

„თეატრალურმა კულტურამ არ გაამართლა, თეატრი უნდა გავჩეხოთ და საზამთრო დავთესოთო?!

 

ალბათ, მართლაც დაანგრევენ თეატრებს და მათ ადგილას კორპუსებს ააშენებენ ბენდუქიძის ანდერძით (ჰქონდა ასეთი იდეები დიად რეფორმატორს), „ეხ ვოლგა, ვოლგა, მაწ როდნაია"!

 

ვაფრთხილებ ბატონ გიორგაძეს: ქართული თეატრის და ზოგადად ქართული კულტურის სიძულვილი, რომელიც მისი უშუალო კურატორისაგან ნიკა რურუასგან შეისისხლხორცა, კარგ დღემდე არ მიიყვანს „საყდრისის გმირს" და მის „ოდეს-კურატორებს"!

 

P.S. 35 წელია თეატრში ვმსახურობ და ასეთი იდიოტიზმი არ გამიგია!" - წერს გლურჯიძე.




 

big_banner
არქივი