logo_geo
ოთარ ჩრდილელი: ამ ანომალიური სუბიექტის დაბრუნება გინდათ?!
- +

3 თებერვალი. 2017. 17:05



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

 

„ამ ანომალიური სუბიექტის დაბრუნება გინდათ?!

 

მე კარგი, ვთქვათ: ამ ლეშის ოპონენტი ვარ, მაგრამ ვინც მისი მომხრე ხართ, ნუთუ თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ?

 

ვინ არის საერთოდ, რომ ჩვენს ქვეყანას მასხრად იგდებს?! მთელი მსოფლიოს მიერ, მართლა კარიკატურად შერაცხული, ვიღაც შუბლის ძარღვგაწყვეტილი არარაობა..." - წერს ჩრდილელი.


საინფორმაციო სააგენტო „აიპრესი" ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა


„საქართველო, როდესაც მე იქ ჩავედი, ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, იცოდნენ ცეკვა-თამაში, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არც არაფერი", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „Чернівецький промінь" განაცხადა. მან უკრაინაში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა და შედარება საქართველოსთან გააკეთა.


„ტურიზმი ეს უკრაინის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პოტენციური საშუალებაა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, მაგალითად, საქართველოში ჯერ კიდევ საშინელი ხელისუფლებაა, თუმცა, ყველა ინსტიტუტი მუშაობს და მთავარი, რაზეც საქართველოს ეკონომიკა დგას, ეს ჩემ მიერ დატოვებული ტურიზმია. აქ კი რაღაც არანორმალური პოტენციალი არსებობს, ყველაფერი გვაქვს, რაც ტურიზმს სჭირდება, ისტორია, კულტურა, სამზარეულო... ყოველ რაიონს, ყოველ სოფელს საკუთარი სამზარეულო გააჩნია. მსგავსი არაფერი აქვს რუმინეთს, ბულგარეთს, ჩეხეთს, პოლონეთს, აქ კი არის.

 

მიმაჩნია, რომ უკრაინელები უფრო კანონმორჩილები, უფრო შრომისმოყვარენი, რეფორმებისთვის უფრო მეტად გახსნილები არიან, ვიდრე ქართველები იყვნენ მაშინ. ახლა ქართველებმა უკვე ისწავლეს. საქართველო, როდესაც მე იქ ჩავედი, ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, იცოდნენ ცეკვა-თამაში, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არც არაფერი. ახლა კი საქართველო არის ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა, ესაა ქვეყანა, სადაც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ბევრი საინტერესო ინიციატივა ჩნდება..." - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.




 

big_banner
არქივი