logo_geo
პაატა ქურდაძე: დავიმსახურეთ უვიზო მიმოსვლა!
- +

3 თებერვალი. 2017. 21:41


 

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„26 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. ოც წელზე მეტია რაც საფრანგეთის მოქალაქე ვარ, მიუხედავად ამისა უნდა გითხრათ, ამ ხნის მანძილზე დღეს - პარზის ქუჩებში სიარულისას პირველად ვიგრძენი რაღაც „ადმინისტრაციულ- მორალური" სიმსუბუქე. ტყუილად გონია ვინმეს რომ ის დამცირება, რასაც საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ საკონსულო ფუნქციონერებისგან, ჩემსავით „პარიზიდან ადვილია" ხალხს არ გვეხებოდა - როდესაც შენს დედას, დას, ძმას , მეგობარს... შენს მიერ გაგზავნილ მოწვევაზე უარს ეუბნებიან და შენს კარებს შენს მაგივრად უჯახუნებენ ცხვირ წინ, ეს შესაზლოა უფრო შეურაცმყოფელიც კი იყოს , ვიდრე ვისაც მიუხურეს - რადგან ასეთ მომენტში თავს განსაკუთრებულად უცხოდ და მარგინალიზებურად გრძნობ საკუთარ ოჯახშიც კი. ამიტომ, ამ პირველ პატარა ნაბიჯს (თუ გნებავთ პოზიტიურ ეგოიზმად ჩამითვალეთ) პირველ რიგში „კრებით საკუთარ თავს" ვულოცავ ... ჩვენ ისევე დავიმსახურეთ ეს უვიზო მიმოსვლა, როგორც თქვენ!", - წერს ქურდაძე. 


 

big_banner
არქივი