logo_geo
გელა ზედელაშვილი: ქართლელები არსადაც არ წავლენ - რა, ვაკე ნაკლები ევროპაა?!
- +

4 თებერვალი. 2017. 00:08


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„მაქვს გონივრული ეჭვი:

 

კახელები წავლენ ევროპაში და 3 თვის შემდეგ დარეკავენ ციმბირიდან - ჩვენი ევროპა აქ არისო!

 

რაჭველები წავლენ ევროპაში და 3 თვის შემდეგ შუა გზიდან მობრუნდებიან, დროში ვერ ჩავეტიეთო!

 

იმერლები წავლენ, თან მარგანეცს გაიყოლებენ, ევროპაში ურანი ეგონებათ და დააპატიმრებენ!

 

გურულები წავლენ, დაიწყებენ: იიაუ, უუაოო... და ეგრევე ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი!

 

მეგრელები წავლენ, მეგრულ ენას შეასწავლიან ნახევარ ევროპას და სანამ ბრიუსელში აზრზე მოვლენ, დაითესებიან!

 

ფშავ-თუშ-ხევსურნი მოინდომებენ ცხვრის ფარების გადარეკვას ევროპის საძოვრებზე. ევროპარლამენტში იქნება დიდი დაბნეულობა!

 

ევროპიდან დაბრუნებული სვანები ატყდებიან, თვითმფრინავი თეთნულდის თავზე გაგვიჩერეთ, ჩავდივართო!

 

ქართლელები არსადაც არ წავლენ - რა, ვაკე ნაკლები ევროპაა?!", - წერს ზედელაშვილი. 


 

big_banner
არქივი