logo_geo
აკა სინჯიკაშვილი: ვგიჟდები ამ ქალაქზე, თავის კარგიან - ცუდიანად
- +

4 თებერვალი. 2017. 00:44


 

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და ერთ ისტორიას იხსენებს:

 

„ამას წინათ სხვა ქალაქში მანქანა გავაჩერე „ბირჟაზე" მისამართის საკითხავად. ოთხი ბიჭი გზაზე ერთ ორმოს უყურებდა და მთავრობას დედმამას უტრიალებდა - ორი წელია ესეაო. აი ათი წუთიც არ დასჭირდა მის ამოვსებას. 

 

წნორელი ბიჭი გავიცანი, ჩემი სეხნია და გიჟდება თავის ქალაქზე. რამდენ რამეს იგონებს, რომ სიცოცხლე შემატოს. სადაც ცხოვრობთ, იმას მოუარეთ, ნორვეგია იმიტომაა მაგარი ქვეყანა რომ მარტო სადღეგრძელოში, არ უყვართ თავისი ქვეყანა და თან ჰყვება ყველა მოქალაქე. იმის თქმა მინდოდა, რომ რაც არ მოგწონთ ეცადეთ თქვენ შეცვალოთ. სხვას ნუ დაელოდებით და ნუ გაექცევით პრობლემებს. ევროპაში კი არა „გრინ ქარდი" მოვიგე და მოსაკითხადაც არ მივსულვარ.  სხვა ქვეყანაში, დასვენება, გართობა და სწავლაა კარგი ჩემთვის. ვერსად ვერ ვიცხოვრებ, იმიტომ რომ ფოტოზე რომ ჩანს, ვგიჟდები ამ ქალაქზე, თავის კარგიან - ცუდიანად. წამსვლელები წადით, ჩვენ ვრჩებით!", - წერს სინჯიკაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი