logo_geo
„ნაციონალურმა ენერგომაფიამ თბილისის მოსახლეობიდან ზედმეტად 380 მილიონი ლარი ამოიღო”
- +

4 თებერვალი. 2017. 01:24


 

„ეს 8 გვერდიანი მომარანდუმი, რომელიც იმდროინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა მოამზადა, 2007 წლის 20 ივნისს გაფორმდა საქართველოს ნაციონალურ ხელისუფლებასა და რუსულ კომპანია „ინტერრაოს" შორის. ეს დოკუმენტი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, ხალხის ხარჯზე გამდიდრების მიზნით რა დანაშაულებრივ გარიგებებზე მიდიოდა ნაციონალური ხელისუფლება რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან" ,- ამის შესახებ თბილისის ყოფილი ვიცე-მერი გია შერაძე სოციალურ ქსელში წერს და კორუფციოლ დეტალებს ასაჯაროებს.



„2007 წლის ბოლოს რუსული კომპანია „თელასი" ასრულებდა ჩადებული ინვესტიციების ამოღებას და 2008 წლის იანვრიდან მისი ტარიფიდან საინვესტიციო კომპონენტი, დაახლოებით 3,7 თეთრი უნდა ამოღებულიყო. ბუნებრივია, თბილისელებს სამომხმარებლო ტარიფი ამავე ოდენობით უნდა შემცირებოდათ. ასეთ პირობებში ხალხზე „მზრუნველმა" და რუსების „მოძულე" ხელისუფლებამ რუსებთან ერთად მოიგონეს ლეგენდა, დაეტოვებინათ „თელასისთვის" საინვესტიციო კომპონენტი და არ შეემცირებინათ ტარიფი, იმ მოტივით, თითქოსდა „ინტერრაო" იღებდა ვალდებულებას 2015 წლამდე აეშენებინა ახალი 100 მეგავატიან ჰიდროელექტროსადგური. მე იმ პერიოდში ენერგეეტიკის სექტორში ვმუშაობდი და დამერწმუნეთ ვერ იპოვიდით ამ დარგში ადამიანს, რომელსაც ამ ვალდებულების შესრულების სჯეროდა. ყველამ იცოდა, რომ სადგური არ აშენდებოდა, რომ ეს ბლეფი იყო და კორუფციული გარიგება. სპეციალისტების გათვლით 2008-2012 წ.წ. ნაციონალურმა ენერგომაფიამ „თელასთან" ერთად თბილისის მოსახლეობიდან ზედმეტად 380 მილიონი ლარი ამოიღო.

 

რუსულმა კომპანიამ ვალდებულება რომ არ შეასრულა და ჰიდროელექტროსადგური ა რ ააშენა, 380 მლნ. ლარი კი ამოიღო თბილისელებისაგან, ვფიქრობ მშვენივრად იცის დღევანდელმა ხელისუფლებამაც და საქართვლოს ენერგეტიკის „არა ნაციონალურმა" მარეგულირებელმა კომისიამაც. რატომ არის ეს თემა ტაბუდადებული, რატომ არ დგება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი ვინც თბილისელებს ამდენი ფული ამოუღო ჯიბიდან??? და იმათიც ვინც ამას დღემდე ხელს აფარებს. ამბობენ მსგავსი მემორანდუმი 100 მეგავატიანი სადგურის აშენებაზე „ენერგოპროსთანაც" აქვთო გაფორმებული, უბრალოდ ის გასაიდუმლებულია, ვერ ვნახე. 2007 წელს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ე.წ. კომერციული საიდუმლეობის ინსტიტუტი შემოღებული, რომელსაც სამწუხაროდ დღესაც წარმატებით იყენებენ და მე როგორც „საქრუსენერგოს" გენერალურ დირექტორს ფოსტით მომდიოდა მსგავსი დოკუმენტები. ამიტომაც მაქვს ხელთ ეს მემორანდუმი. დარწმუნებული ვარ „ენერგოპროც" არანაკლებ თანხას მიითვისებდა ნაციონალურ ენერგომაფიასთან ერთად ამ უკვე აპრობირებული მეთოდით.

 

რჩევა მინდა მივცე ხელისუფალთ. ეს საკუთარი მოსახლეობის ისეთი თავხედური „რეკეტია", მითუმეტეს უკიდურესი გაჭირვების ჟამს, რომ ხანგრძლივობის ვადა ამ დანაშაულს არასდროს არ გაუვა. მოვა დრო პასუხი მოეთხოვებათ ამის გამკეთებლებსაც და ამაზე ხელის დამფარებლებსაც.

 

ფორმატის შეზღუდულობის გამო მემორანდუმის 1, მე-6 და მე-8 გვერდები ავტვირთე მხოლოდ" ,- წერს ყოფილი ვიცე-მერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი