logo_geo
არჩილ გამზარდია: აქციების მონაწილეები პოლიტიკურ სუბიექტებს ნუ გამოაყენებინებთ თავს!
- +

5 თებერვალი. 2017. 00:33


 

 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ტიპური ნიმუში, როგორი არ შეიძლება ჩატარდეს საპროტესტო აქცია. ნაკლებად ვიცით ჩვენ საპროტესტო აქციების ჩატარება, არც ლოზუნგების დაწერა, ისეთის, რომ სოლიდარობაც მივიღოთ. დღეს ვნახე აქცია, სადაც ბავშვს ხელში დააჭერინეს წარწერა „ქართველ ბავშვებს დაუწვეს სამყარო"...

 

ამ ხალხმა ის მაინც თუ იცის, ამ შენობის ძირითადი ნაწილი რას იყო დათმობილი და რა კავშირში იყო „ბავშთა სამყაროსთან"? ან ის მაინც თუ ახსოვთ, ბოლოს რა იყიდეს ამ შენობაში ან სტანდარტლი სექციებიდან რაიმეთი მაინც თუ იყო განსხვავებული დღევანდელი „ბავშვთა სამყაროს" შენობა?

 

ამგვარ აქცია სოციალური ხასიათი კი არ აქვს, მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი შეიძლება დაუკავშირო და კლასიკურად პოლიტიკურ დემაგოგიას წააგავს.

 

ეს არ შეიძლება. ეს არასწორია. ასე სოლიდარობას ვერ მოიპოვებთ. მაშინ, როდესაც მთავარი მიზანი ამგვარი საპროტესტო აქციებისა სახელმწიფოზე ზეწოლა და საზოგადოების სოლიდარობის მოპოვებაა. ამგვარი აქცია კი ყველაფერს აფუჭებს. ადამიანი ხელისუფლების მხარეს უფრო დადგება, ვიდრე გამპროტესტებლების.

 

ისწავლეთ აქციების სწორად ორგანიზება, მონაწილეები კი პოლიტიკურ სუბიექტებს ნუ გამოაყენებინებთ თავს.

 

პ.ს. ან ამ ბავშვს რას ერჩოდნენ", - წერს გამზარდია.

 

 

 

 


 

big_banner
არქივი