logo_geo
შოთა გლურჯიძე: ეს გვარამიას „ჟეჟვა“ მაინც გააიაფეთ, გადააყოლოს გული ხალხმა!
- +

5 თებერვალი. 2017. 01:01


 

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სიგარეტი ხომ გააძვირეთ. ეს გვარამიას „ჟეჟვა" მაინც გააიაფეთ, გადააყოლოს გული ხალხმა!!!",-წერს გლურჯიძე.

 

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.


მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.


 

big_banner
არქივი