ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერებს შველი დაუჭრიათ, დაჭრილი იპოვეს და ვეტერინარებმა ვერ გადაარჩინესო. რამდენადაც ლამაზი იყო ეს უმანკო არსება, იმდენად მახინჯი ჩვენი ხალხის ადამიანური სახე! როგორ შეიძლება ამის მკვლელი დაუსჯელი დარჩეს?!" - წერს გიორგი კალანდია.