logo_geo
მანანა კობახიძე: რატომ გაღიზიანებთ ასე ზოგიერთს ჩემი გამონათქვამი?!
- +

8 თებერვალი. 2017. 12:15




საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:


„საბრალოა ადამიანი, ვისაც სხვისთვის ვერაფერი გაუმეტებია, ღირებული არაფერი შეუქმნია, თავად არაფერი შეუძლია და არც იმის უნარი აქვს სხვისი ნაკეთები დაინახოს და შეაფასოს.

 

ერთი ადამიანის ქველმოქმედება, შეიძლება ყველას ვერ ეყოს, ყველას ვერ მიწვდეს, მაგრამ, რაც ყველასია, ყველასთვისაა, საზოგადოებისაა და შენც, ერთს ამ ყველას შორის შეგიძლია ისარგებლო, გამოიყენო, ნუთუ მადლობელი არ უნდა იყო?! (როცა თან არავინ ითხოვს ამ მადლობას შენგან?! ) ნუთუ, ის მაინც არ შეგიძლია, არ იქილიკო, იმ ადამიანებს მაინც არ დასცინო, ვინც უბრალოდ, უმადური არ არის და მადლიერია ამ ქველმოქმედების?! რატომ გაღიზიანებთ ასე ზოგიერთს ჩემი გამონათქვამი?! შენ, ერთმა ააშენე ჯერ ერთი სკოლა ერთ სოფელში, აღადგინე ერთი ისტორიული ძეგლი, ააშენე ერთი თეატრი, ააშენე ერთი უნივერსიტეტი, დააფინანსე ერთი მეცნიერი, ერთი მსახიობი, ერთი პოეტი, გადაარჩინე ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც, დაუბრუნე საქართველოს ერთი ხელოვნების ნიმუში, ააშენე ერთი ეკლესია, აღადგინე ერთი სინაგოგაც ჩვენი ებრაელი ძმებისთვის, ერთი მეჩეთიც მუსლიმი თანამემამულეებისთვის. აი, მე ეს ვერ შევძელი, იქნებ შენ, ერთმა შეძლო და მერე აუცილებლად მიხვდები, რა ცუდია უმადურება, აუცილებლად მიხვდები, რომ, მინიმუმ სხვაზე არ უნდა იქილიკო და სხისი კეთილი საქმეც დააფასო. მიდი, შეძელი და იქნებ, შენი ღვაწლიც დაინახონ, ვინმეს შეგადარონ....

 

საბრალოა უმადური ადამიანი!...",- წერს კობახიძე.




 

big_banner
არქივი