logo_geo
გელა ზედელაშვილი: მსგავსი არაფერი მინახავს, რაც წუხელ „დუქანი 2“-ის ეთერში ვნახე!
- +

8 თებერვალი. 2017. 19:48


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2" -თან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„მსგავსი არაფერი მინახავს, რაც წუხელ „დუქანი 2"-ის ეთერში ვნახე!

 

ესე იგი, საყვარელიძე ყვება, ჩემმა მეგობარმა ჟენევაში ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერი ნახაო, ნაცვლიშვილი იყო ჩასულიო, 10 მილიონი მოითხოვესო. გვარამიამ - ერევანში იყო ეგ ამბავიო, იქ აქვთ გადამალულიო. ერთი მოვისმინე, არც მაინტერესებდაო!

 

დადიან, ეს ჩემისები... თუ არ დადიან, თხზავენ... ყველაფერი ამათ იციან, ყველაფერი ამათ ხელში გადის, ყველა ამათ აბარებს ანგარიშს, ყველას ესენი ევაჭრებიან და ყველა ამათ ევაჭრება. ყველა სიბინძურეში ცხვირი აქვთ ჩაყოფილი, ამათ გარეშე ჩიტიც კი ვეღარ დაფრინავს თავისუფლად!

 

ერთი ქალი იძახის, უჩა მამაცაშვილის კურიერები ჩემთან დადიანო. რატომ უნდა დადიოდნენ მამაცაშვილის კურიერები იმასთან? ისე უჭირავთ თავი, გეგონება ბიძინა ივანიშვილიც ამათი ინფორმატორია. აღარც სირცხვილი, აღარც ნამუსი, მხოლოდ აყროლებული ნაგავი და ქოლერა, შავი ჭირი, დოზანა! როცა ამდენ სიბინძურეს ყვებიან, პერიოდულად სახეები წამოუჭარხლდებათ ხოლმე, თან იღიმიან, თვითონაც უკვირთ, ამდენს როგორ ვიგონებთ, ჩვენს ფანტაზიას უკვე აღარ აქვს საზღვარიო. როცა გონს მოდიან, სახეებზე ქვეყნის ბედზე დამწუხრებულთა ნიღბებს აიფარებენ ხოლმე... „მწუხრიც" საჭიროა გამოთაყვანებულთა მოსატყუებლად, სცენარი ამასაც ითვალისწინებს!

 

10 მილიონი დოლარიო... მაშინ ინტერესის საგანი არ იყო, თორემ ვიყიდითო. ერთ-ერთ ჩანაწერში ივანიშვილი პატრიარქზე ლაპარაკობსო. რას ლაპარაკობს? რაკი ფარული ჩანაწერი გაკეთდა - უთუოდ ცუდს. საზოგადოებაში ეჭვი ჩაითესა - ესე იგი, ასეა, ხომ? ვინც იცის ავანტიურისტების ხელწერა, არ დაიჯერებს, მაგრამ ბევრი დაიჯერებს. ყველა არ ფიქრობს, რამხელა ნეხვის გროვასთან აქვს საქმე!

 

მე რა, მე მთელი ცხოვრება ასეთ ბინძურებს ვუყურებ და იმუნიტეტიც მაქვს გამომუშავებული, ჩემმა შვილებმა, თქვენმა შვილებმა რა დააშავეს, რომ მეტს ვერაფერს ხედავენ? ისევ ჩაშვება, ისევ ძირის გამოთხრა, ისევ თახსირთა პარპაში... ისევ, ისევ და ისევ, აღარ და ვეღარ დაისვენა ქვეყანამ!!!", - წერს ზედელაშვილი. 


 

big_banner
არქივი