logo_geo
„არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ ამ „შევარდნების“ და „საყოველთაო პროტესტის“ ფონზე უბრალოდ ვიკითხავ...“
- +

10 თებერვალი. 2017. 11:50



 

„არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ ამ „შევარდნების" და „საყოველთაო პროტესტის" ფონზე უბრალოდ ვიკითხავ: „საზმაუს" რეფორმების მეპროტესტოებო, ძალიან გთხოვთ, დამისახელოთ იმ 102 გადაცემის თქვენეული ტოპ-ათეული", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს და გუშინ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გამართული აქციის მონაწილეებს მიმართავს:

 

„ნეტავ, რომელიმე თუ გაქვთ ნანახი? კარგით რა, საზოგადოება კი არა, ოპერატორებიც აღარ გიყურებდნენ. ავტომატურ ჩაწერაზე დააყენებდნენ კამერებს და ეგ იყო.

 

კარგით რა, მართლა და მართლა, ნუ იბანძებთ თავს. ბრენდს ეცით პატივი, მაგრამ ეს რომ გქონოდათ, სხვას რომ თავი დავანებოთ, აქამდე ერთ სტატუსს მაინც დაწერდით. ერთხელ მაინც იტყოდით, რომ ტუალეტი არ გაქვთ!

 

„რუსთავი 2"-ის დასაცავი, იმ „რუსთავი 2"-ის, რომელიც ე.წ. ვანოს შოუში არა იუმორით, არამედ ღადაობით მიწასთან გასწორებდათ, დასაცავი რომ გახდებით, მართლა დასაშლელები ხართ!

 

რა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ პროტესტებს იხსენებთ, რა შევარდნაძის ხელისუფლების დამხობას?

 

ის „საზმაუ" ხართ დღეს?

102 გადაცემა?

 

ერთად ჩავატაროთ გამოკითხვა. გავაჩეროთ 10000 ადამიანი და რამდენს აქვს ნანახი თქვენი გადაცემები, ვკითხოთ.

 

კარგით რა, ბოლო-ბოლო გეყოფათ!" - წერს გაბრიჭიძე.




 

big_banner
არქივი