logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ამაზე ვიმუშავებ, ვიბრძოლებ და შედეგს მივაღწევთ თქვენთან ერთად!
- +

10 თებერვალი. 2017. 16:58


 

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შემეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პარლამენტში ხმაურის საკითხის განხილვას მომავალ კვირას არათუ მხარს ვუჭერ, ინიციატორთა ჯგუფში შევდივარ, რომელიც შედგება ქალაქის რამდენიმე მაჟორიტარისგან (ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია)...

 

ეს საკითხი მთაწმინდას ძალიან აზარალებს, მოსახლეობას უქმნის გაუსაძლის პირობებს... ევროპელობა სწორედ აქ იწყება - სტანდარტების დაცვით: ხმაური, სუფთა ჰაერი, წესრიგი ქუჩაში... ევროპაში მოგზაურობა კარგია, ჩვენთან ეროპული პირობების დამკვიდრება უკეთესია... ამაზე ვიმუშავებ, ვიბრძოლებ და შედეგს მივაღწევთ თქვენთან ერთად!" - წერს ზურაბიშვილი.




 

big_banner
არქივი