logo_geo
„ვისაც ახსოვს, დღემდე ამბობს: ნუგზარ ფოფხაძის მერე ტელევიზიაში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილაო“...
- +

12 თებერვალი. 2017. 03:31


 

ჟურნალისტი ია დანელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ტელევიზიაში ფოფხაძის მმართველობას არ მოვსწრებივარ. ვისაც ახსოვს, დღემდე ამბობს: მის მერე სასიკეთოდ არაფერი შეცვლილაო. თქვენ წარმოიდგინეთ, რემონტიც კი ნუგზარ ფოფხაძის დროსაა გაკეთებული... ვიკითხე, რა იყო კარგი მის დროს-მეთქი და მიპასუხეს: ადამიანების ყადრი იცოდაო. არ ავიწყდებოდა ნიჭიერების წახალისება, შექება, მათი დაბადების დღეები და სხვა მნიშვნელოვანი ამბების აღნიშვნაო. სააქტო დარბაზში ხშირად იუბილართა საპატივცემულოდ მთელ ტელევიზიას შეყრიდა და ჭიქას ასწევდაო. ცხოვრებაც ესაა, სხვა კი არაფერიო?!

 

დავინტერედი და გავარკვიე: მიუხედავად გადაჭარბებული სიმკაცრისა და მომთხოვნელობისა, ფოფხაძეს ერთადერთი ადამიანი გაუთავისუფლებია სამსახურიდან და ისიც უახლოესი ნათესავი, რაღაც უმსგავსო საქციელისთვის. შევარდნაძეს უთხოვია: კადრების რეორგანიზაცია უნდა ჩაატარო, აუცილებელიაო. ფიფხაძეს ყური მოუყრებია და შემცირების ნაცვლად 600 ახალგარდა და ნიჭიერი ადამიანი დაუმატებია არსებულებისთვის.

 

პირველსავე დღეს პირველ მოადგილედ უპარტიო ელდარ იბერი დაუნიშნია, (ჩვენი და დღევანდელი თაობის საყვარელი აღმზრდელი და უნივერსიტეტის პროფესორი), კრისტალური სიწმინის და ნამუსის კაცი. ცეკაში ესეც გააპროტესტეს, თუმცა ფოფხაძე მკაცრად დამდგარა: თუ ის არ იქნება, მეც არ ვიქნეობიო. შევარდნაძესაც ყური მოუყრუებია...

 

იმ დროს ასე ხდებოდა:

 

ადამიანი და პროფესიონალიზმი ფასობდა ტელევიზიაში უპირველესად!" - წერს ია დანელია.


 

big_banner
არქივი