logo_geo
ირმა ინაშვილი: წმინდა ვალენტინე წმინდანია, როგორც კათოლიკეების, ისე მართლმადიდებლებისთვის!
- +

15 თებერვალი. 2017. 20:13


 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსი გამოაქვეყნა:

 

„წმინდა მღვდელმოწამე ვალენტინე ინტერამნელი 176 წელს, იტალიაში, ქალაქ ინტერამნიში (დღევანდელი ტერნი) დაიბადა. იყო ამ ქალაქის ეპისკოპოსი. სიცოცხლეშივე იყო საკვირველმოქმედი. თავისი ლოცვით სასწაულებრივად ჰკურნავდა მძიმე ავადმყოფებს. ცნობილია, რომ იმპერატორი კლავდიუს მეორე ჯარისკაცებს ქორწინებასა და ოჯახის შექმნას უკრძალავდა, რადგან ცოლ- შვილიანი კაცი სამხედრო სამსახურს გულისყურით აღარ ეკიდებოდა. კლავდიუს მეორე, ასევე, ცნობილია, როგორც ქრისტიანთა დამარბეველი. წმინდა ვალენტინე საიდუმლოდ ნათლავდა კლავდიუსის ჯარისკაცებს და ქორწინების მსურველებსაც ჯვარს საიდუმლოდ წერდა. 270 წელს კლავდიუს მეორემ წმინდა ვალენტინეს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, რაზეც, ცხადია, უარი მიიღო... ამიტომ 14 თებერვალს კლავდიუსის ბრძანებით წმინდა ვალენტინე სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის მერეც წმინდა ვალენტინეს საფლავზე კურნებანი და სხვა ხილული სასწაულები აღესრულებოდა. როცა შეყვარებულ წყვილს მშობლები ქორწინებაზე უარს ეუბნებოდნენ, ახალგაზრდები დახმარებას წმინდა ვალენტინეს თხოვდნენ და მშობლებიც უმალ აზრს იცვლიდნენ და ქორწინებას თანხმდებოდნენ... ამიტომ ხალხში წმინდა ვალენტინეს მძიმე ავადმყოფთა მკურნალისა და შეყვარებულთა მფარველის სახელი ჰქონდა. მე-7 საუკუნეში ვალენტინე წმინდანად შეირაცხა, როგორც მღვდელმოწამე. ის ზოგადქრისტიანული წმინდანია, რადგან ეკლესია მაშინ ერთიანი იყო. მე-11 საუკუნეში, როცა ეკლესია გაიყო, კათოლიკებმა წმინდა ვალენტინეს ხსენების დღედ 14 თებერვალი, ხოლო მართლმადიდებლებმა- 30 ივლისი განაწესეს. წმინდა ვალენტინეს თავის ქალა რომის ერთ-ერთ ტაძარში (სანტა მარია ინ კოსმედინ) ინახება. მისი წმინდა ძვლები კი უკრაინაში, ლვოვის ოლქის ქალაქ სამბორშია დაბრძანებული, - ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. ბელორუსიაში, ქალაქ სმოლევიჩიში წმინდა ვალენტინეს სახელობის ტაძარი ფუნქციონირებს. ასე რომ, წმინდა ვალენტინე წმინდანია, როგორც კათოლიკეების, ისე მართლმადიდებლებისთვის. ბოლო წლებში წმინდა ვალენტინეს გარშემო უამრავი მითი და ლეგენდა შეითხზა, რასაც ჭეშმარიტებასთან არავითარი კავშირი არა აქვს" ,- წერს ინაშვილი. 


 

big_banner
არქივი