logo_geo
ზაზა დავითაია: ელისო კილაძე! შენი სულიც ისეთივე მძიმეა, როგორიც სხეული!
- +

16 თებერვალი. 2017. 12:31



„ელისო კილაძე! შენი სულიც ისეთივე მძიმეა, როგორიც სხეული! რა რწმენაზე ლაპარაკობ საერთოდ, რაც შენ ადამიანებისთვის ცილი გიწამებია... და რა შორს ხარ ისეთი ფენომენისგან, როგორიც არის გულწრფელი სინანული... შე ფარისეველო!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს.


Description: https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/16788253_1266916310029794_245117705_n.jpg?oh=7465bf810a7617055f617559ff35f1ad&oe=58A70FE8


„მურმან ლებანიძის ერთი ლექსი გამახსენდა ახლა... და ვიდრე შეუნანებელი, მაგ ცილისწამების სურვილით გათანგული შეგნებით ივლი, არც შენი აღსარება უნდა ვინმეს და ვერც ნებისმიერი შუამავალი ჩამოგბანს სიმყრალეს, ადამიანებისთვის რაც გიფრქვევია..." - წერს დავითაია და აქვე ლექსს ავრცელებს:


ლამაზი არ არის:

ასი წლის მოხუცი კუნტრუშით გარბოდეს!

ოცი წლის ლიფსიტა ბრძნულად დადოდეს!

ტყეების პატრონი ნაფოტებს ხარბობდეს!

უნიფხვოს სუნამოს

სურნელი ასდიოდეს!

ლამაზი არ არის:

მეკობრე მინისტრის ლოჟაში ჯდებოდეს,

გაძარცვულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდეს!

ყასაბი - დნებოდეს, დღითი დღე ხმებოდეს!

ღმერთო, დაგვიფარე და,

პოეტი სუქდებოდეს!

ლამაზი არ არის:

დონ ჟუანი საყდრისთვის სცდებოდეს!

ეპისკოპოსი ბორდელში დადიოდეს!

ბარემ ესეც ითქვას, ესეთიც ხდებოდეს, -

სამშობლო ხელთ ეპყრას

ბერიკაცს ათიოდეს!

 

მურმან ლებანიძე

 

 

 

 

big_banner
არქივი