logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „რუსთავი 2“- ს არაფერი აქვს საერთო თავისუფალ სიტყვასთან!
- +

19 თებერვალი. 2017. 02:02



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რუსთავი 2"-ის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„1.შეიძლება არ მოგწონდეს „ქართული ოცნება";

2. შეიძლება არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება;

3.შეიძლება არ მოგწონდეს პრემიერი კვირიკაშვილი;

4.შეიძლება არ მოგწონდეს ბიძინა ივანიშვილი;

5.შეიძლება არ მოგწონდეს არაფერი, რასაც ეს მთავრობა აკეთებს;

 

მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ ამართლებს იმას რომ ხვალ წახვიდე მთავრობის სახლთან და „ნაცმოძრაობის" სატელიტ „რუსთავი 2"-ს მხარდაჭერა გამოუცხადო. „რუსთავი 2"-ს, რომელსაც სააკაშვილთან ერთად ქართველი ხალხის წინაშე არაერთი დანაშაული ჩაუდენია და არაფერი აქვს საერთო თავისუფალ სიტყვასთან და დამოუკიდებელ მედიასთან", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.



 

big_banner
არქივი