logo_geo
ნინო ჯღარკავა: ტრანსლაცია რუსთაველის გამზირიდან - „ნაცთა ვარამი“!
- +

19 თებერვალი. 2017. 14:40



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერს აქციას ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:


„ტრანსლაცია რუსთაველის გამზირიდან „ნაცთა ვარამი"! დავით სოკოლოვის ხმით; აჰა, მოაბიჯებენ ფაშისტური რეჟიმის „გამპრავებელი" გოგო-ბიჭები, ამაყად, მწკრივად, მოაბიჯებენ „თავისუფალი" სიტყვის ქომაგნი, ნემსის ჩასაგდები ადგილი არ არის რუსთაველზე, კოლონას წინ მიუძღვის ზონდერ-პროკურორი უქათმესი ნიკა გვარამია, მხარს უმშვენებს „ქართლის" დედა ელისო - „ჭეშმარიტი" დემოკრატიის დამცველი, უკან მოჰყვებიან ნანუკები, მაიები, ვანოები, მიშები, არადა არ წყდება კოლონა, ხელში უჭირავთ დამჭკნარი ვარდები და შელახული გესტაპოს დროშა, აქა-იქ ისმის შეძახილები, დაგვარბიეთ, გვცემეთ, მოგვკალით, სისხლი გვწყურია. იქვე შორიახლოს დგანან ქართველი პოლიციელები, რომლებიც არც „დუბინკებს" მოიხმარენ, არც ცრემლსადენ გაზს და მშვიდად, სიცილით უყურებენ მიხოს ბუნაგის ცოდვილებს! აქცია კულმინაციას აღწევს, ყვირის გვარამია - ხალხო, „გვართმევენ" ტელევიზიას „დემოკრატიის შუქურა"-ს „გაგვითიშეს" მაუწყებლობა, ამაღამ ყველას დაგვაკავებენ, ხალხში ზმუილია, ვერ ეღირსებიან! ჩვენ დავიცავთ ჩვენს „ღირსებას", და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე „ერორ 2"-ს. ნელ-ნელა ხმაში ბზარი უჩნდება გვარამიას, აქცია დასასრულს უახლოვდება, პოლიცია კვლავ უხმოდ დგას და ელოდება გიჟების „პარადის" დამთავრებას, საღამოს რუსთაველზე მიმოფანტული წირპლიანი ერთჯერადი ხელსახოცები თუ მიგანიშნებდათ რომ დღეს „გმირთა" ღაღადი და „პატრიოტული" სული სუფევდა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, მშვიდობით „დემოკრატიავ" კვლავ სოლოლაკის სიო უბერავს საქართველოში", - წერს ნინო ჯღარკავა.


 

big_banner
არქივი