logo_geo
თეა ფირცხალავა: გაიხსენეთ და იამაყეთ, რა მეცნიერები ჰყავდა საქართველოს!
- +

19 თებერვალი. 2017. 16:10



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„თუ „...პუანკარე ხარ, შეგიძლია წერო, როგორც მოგენებება, მკითხველი მაინც შეეცდება, გაარჩიოს ნაშრომი... დრო დახარჯოს; ხოლო თუ ჩვეულებრივი მათემატიკოსი ბრძანდები, მაშინ კეთილი ინებე და გასაგებად დაწერე..."

 

ჩვეულებრივი მათმატიკოსიო...

 

როგორც ყველა ჭეშმარიტი გენიოსი, ბატონი ნიკოც უზომოდ თავმდაბალი იყო (მე ვიტყოდი, სავსე თავთავივით).

 

დღეს ქართველებისთვის საამაყო პიროვნების იუბილეა.

 

1891 წლის 16 თებერვალს დაბადებულა მსოფლიო დონის ქართველი მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი ბატონი ნიკოლოზ მუსხელიშვილი, რომლის მათემატიკურ ნაშრომებსაც სიამოვნებით მოაწერდა ხელს ამ დარგის ნებისმიერი მეტრი და ნობელიანტი თუ არანობელიანტი მეცნიერი. ადრე ვწერდი და გავიმეორებ, რომ...

 

ბატონი ნიკო იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნებისმიერი ზეგანვითარებული სახელმწიფოს სამეცნიერო (და არა მხოლოდ) წრეებში. იგი იყო ღირსეული მამულიშვილ და ზედახვეწილი ინტელიგენტი.

 

ერთი მუჭა ქართველებისთვის მარტო ბატონი ნიკო იქნებოდა სატრაბახო, არადა ამ სფეროში უამრავი სუპერვარსკვლავი გვყავდა, მათ შორის ბატონები ილია ვეკუა, არჩილ ხარაძე, ანდრია რაზმაძე და ა.შ.

ბატონი ნიკო გარდაიცვალა1976 წელს. იგი დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. არდავიწყება მის სახელს!!!

 

ფოტოებს დახედეთ, გაიხსენეთ და იამაყეთ, რა მეცნიერები ჰყავდა საქართველოს", - წერს თეა ფირცხალავა.


 

big_banner
არქივი