logo_geo
ნინო ჯღარკავა: სად არის ახლა აღშფოთება ერის?!.
- +

23 თებერვალი. 2017. 00:20


 


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აიი ეს მოიტანა დემოკრატიამ და ლიალობამ, ყველას რომ მობილური უჭირავს და პილიციელებს იქით „ეკაჩავებიან". სად არის ახლა აღშფოთება ერის, როცა პოლიციელს ჭრიან, იმ პოლიციელს ხელფასი 700 ლარი აქვს და დღე-ღამე ქუჩაშია წესრიგის დასაცავად. ნაძირლები ხართ ვინც კრიმინალებს დაიცავთ!

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთ ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს - უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ ადგილზე დააკავა 1992 წელს დაბადებული შ.თ."- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში", - წერს ჯღარკავა. 


 

big_banner
არქივი