logo_geo
არჩილ გამზარდია: ჩემთვის გაურკვეველია, რატომ არ დაჰკითხავს პროკურატურა მეუფე პეტრეს
- +

23 თებერვალი. 2017. 16:41



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„რატომ დღემდე არ დაიკითხა მიტროპოლიტი პეტრე პროკურატურის მიერ,  დეკანოზის მიმართ შესაძლო ზეწოლასა და ინფორმირებულობის მოტივზე?

 

შესაძლო ზეწოლის საკითხზე იმიტომ, რომ დადგინდეს, უცნაური დამთხვევაა თუ გარკვეული ძალისხმევის შედეგი, როდესაც მიტროპოლიტის დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრის შემდგომ მოჰყვა სწორედ დეკანოზის ჯანმრთელობის დამძიმება;

 

ხოლო ინფორმირების მოტივზე იმიტომ, რომ მიტროპოლიტი პეტრე რადიკალურად ამტკიცებს რომ დაკავებული დეკანოზი უდანაშაულოა; ასეთ მტკიცების რეჟიმში ყოფნა მხოლოდ ზედმიწევნით ინფორმირებულ ადამიანს შეუძლია და ამიტომ აუცილებლად უნდა მიაწოდოს პროკურატურას ინფორმაცია, რა იცის დაკავებული პირის და მისი ბრალეულობის შესახებ;

 

ასევე დასაკითხია მიტროპოლიტი მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც, რაზეც მან პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ინფორმირებული იყო, თავის დროზე რომ მოლაშვილს სახლი უსამართლოდ ჩამოართვეს და ამიტომ დასადგენია, რატომ არ განაცხადა თავის დროზე მეუფე პეტრემ ამის შესახებ და რა დაინტერესება და მოტივი ჰქონდა, როდესაც ეს დანაშაული დაფარა; დასადგენია, ამ დანაშაულთან რა კავშირი ჰქონდა მიტროპოლიტ პეტრეს.

 

ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ასე ნათლად ჩნდება ეჭვები მიტროპოლიტის განცხადებებისა და ქმედებების შემდეგ, რატომ პასიურობს პროკურატურა და რატომ არ დაჰკითხავს მეუფე პეტრეს მინიმუმ მოწმის სახით", - წერს არჩილ გამზარდია.


 

big_banner
არქივი