logo_geo
„საშვილიშვილო და უპრეცედენტო! მაგარი საქმე კეთდება“ - შალვა ოგბაიძე
- +

1 მარტი. 2017. 18:53



„საშვილიშვილო და უპრეცედენტო! არ ღირსებია ასეთი მასშტაბის აქცია... მაგარი საქმე კეთდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე წერს და აქვე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:


მდინარე მტკვრის კალაპოტის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ.


აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება.



 

 

 

 

big_banner
არქივი