logo_geo
გიორგი ფოფხაძე: 30 წლიანი ოცნება ამიხდა...
- +

1 მარტი. 2017. 19:51



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„30 წლიანი ოცნება ამიხდა... როცა ევროპაში ჩამოვედი საცხოვრებლად, სულ მშურდა ხოლმე ფრანგების, გერმანელების, ბელგიელების..... რომლებსაც შეეძლოთ უცებ გადაეწყვიტათ, იმ წუთსივე აეღოთ ბილეთი და ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში წასულიყვნენ... აი სულელივით ვფიქრობდი ხოლმე, „როდის იქნება ის დღე, ჩემ ძმაკაცს რომ დავურეკავ და ვეტყვი, მოდი რაა ეხლა ავდგეთ და პარიზში გავფრინდეთ, ან პორტოში წავიდეთ მაგარი რესტორანი ვიცი, ან მოდი მიუხენის პინოკოტეკაშია უსერიოზულესი გამოფენა...."

 

ხო და აი მორჩა, ასრულდა...

 

დღეს ხელი მოეწერა, ღმერთმა ქნას ეხლა 10 მარტს ევროლიდერებმა ვიზა-ლიბერალიზაციის ზუსტი თარიღი დაგვიდგინონ... წესით 1 ივნისს არ უნდა გადაცილდეს", - წერს ფოფხაძე.


 

big_banner
არქივი