logo_geo
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილის გვამსაც იგივე ბედი ელის, როგორიც ვარლამ არავიძის...
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:43



ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„და რთული და მძიმე საყურებელი სერიები, სადაც ასახულია ე.წ. „მუხროვანის" საქმის დეტალები და ჩემი ეპიზოდები... და ბატონმა გოგამ კიდევ დაინდო ქართველი მაყურებელი, რადგანაც რეალობა უფრო მძიმე და სასტიკი იყო, დახვრეტის იმიტაციის ჩატარებით, რომელიც გამოიყენეს ჩემს მიმართ, რაც იყო ბოლშევიკების და ნაცისტების ყველაზე „საყვარელი" წამების მეთოდი... და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ გოგას და მის შემოქმედებით ჯგუფს ასეთი რეალისტური დოკუმენტური ფილმის წარმოჩენისთვის და 1000 მადლობა ჩემი როლის განმასახიერებელ მსახიობს... ის 1000%-ით ზუსტად გადმოსცემს ჩემს სახეს და მდგომარეობას.... და იმედია, რომ ჩვენ გავიცნობთ ერთმანეთს და პირადად შემეძლება გადავუხადო მას მადლობა... და ვაჩუქო ჩემი წიგნი „ჯაშუშის ჩანაწერები", სადაც დოკუმენტურად არის ასახული ჩემი წამების და საქმის ყველა დეტალი... აი, ეს არის სააკაშვილი (მისი როლის შემსრულებელი ზუსტად გადმოსცემს ამ პოლიტიკური გვამის ზუსტ ტიპაჟს და როგორც მე ვუწოდე „პოლიტიკურ პინოქიოს"). სიცოცხლის ბოლომდე ამ გარეწარს სარეცელს გამოვუყვან, სადაც შევხვდები... თუმცა, გვამებს არ ეომებიან, უბრალოდ, მის გვამს უგდებენ ტურებს და ძაღლებს მათი გამოკვებისთვის... და იმედია, სააკაშვილის გვამსაც იგივე ბედი ელის, როგორიც ვარლამ არავიძის... იმიტომ, რომ ეს გვამი მართლაც არარაობაა..." - წერს ვახტანგ მაისაია. 


 

big_banner
არქივი