კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელი Facebook-ის გვერდზე საკუთარი მდგომარეობის შესახებ წერს.
„ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს, რომ მოვიწერო - გადავიარე, მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული. ყოველი ძვალი, კუნთი წაიღო. ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე - წინაზე მძიმე. ესაა... დათო უკეთაა, დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს, 10, 12, 14 დღეა უკვე და ჟანგბადი უბრალოდ არ არის. არ ვიცი, საიდან მოვა“, - წერს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელსა და მის მეუღლეს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.