logo_geo
შალვა რამიშვილი: ეს გოგო ჩემი ცხოვრების ნაწილია...
- +

1 აპრილი. 2021. 14:05

 

 

გუშინ რუსი პროპაგანდისტი, ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა. მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში „აირზენას“ ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

 

ვლადიმირ პოზნერს დღეს, პირველ აპრილს დაბადების დღე აქვს.

 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: „აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი“.

 

ვლადიმირ პოზნერი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია.

 

იმას, რომ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, მასთან ერთად მყოფი პირებიც ადასტურებენ.

 

ჟურნალისტი, შალვა რამიშვილი სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და თავისი მეგობარი, თინა კანდელაკი გაიხსენა.

 

„თიკა კანდელაკი ჩემი დიდი ხნის მეგობარია.

 

1994 წელს მოვიყვანე „105“-ში. „სკრუპულოზურად“ ვიცნობთ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გოგო ჩემი ცხოვრების ნაწილია... ჩემი ახალგაზრდობის ნათელი ფერი.

 

ყოველ წელს ჩამოდის ოჯახთან ერთად და აქ აღნიშნავს დაბადების დღეს. მეც ვმასპინძლობ.

 

წარმოვიდგინე, რესტორანთან უჯიშო მიშას უჯიშო ზონდერების ბრბო რომ დახვდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს მას ან მის ქმარ-შვილს.

 

ყველაზე შავი დღე იქნება ჩემ ცხოვრებაში, რადგან უძლურებისგან შეიძლება ბავშვივით ავტირდე.

 

ერთია, როცა შენ გაგინებენ და გიჭერენ... ამას კაცი აიტან. ხურდას დაუბრუნებ და თავს გადადებ.

 

აი, როცა შენს სტუმარს ექცევიან ასე, შენ კი ვერაფერს ვერ შვრები (იმავე სტუმრის უსაფრთხოების გამო), ეს ენით აუწერელი შეურაცხყოფაა.

 

ამ სიგიჟემდე ჩვენი ქვეყანა მიიყვანა შლეგი ადამიანების ისტერიამ. მანქურთებისა, რომლებიც ფარად ხან „პატრიოტიზმს“, ხან „დემოკრატიას“, ხან „თავისუფლებას“ იყენებენ.

 

პოზნერს აგინებენ, მაგრამ ბურჯანაძეს ტაშს უკრავენ მიტინგებზე.

 

პოზნერს აგინებენ და ФСБ-სთან  მოთანამშრომლე ოქრუაშვილს თავისი გუნდის წევრად თვლიან. პოზნერს აგინებენ და დუმაში „პაკლონზე“ მისულ ნატო ჩხეიძეს ემეგობრებიან.

 

აი, ასეთი საქართველო მივიღეთ ჩვენ.

 

უძლური ვარ და ძალიან, ძალიან მტკივა გული“, - წერს რამიშვილი.

 

 

big_banner
არქივი