19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
ფეხბურთელის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში „გიორგი შაქარა მარიამის“ ემოციურ ჩანახატს აზიარებს.
„- გიო, ხვალ მე თუ შენ?
- მე!
- თუ შენ, მაშინ მე გამომყევი, არავითარი სალონი, არავითარი იუბილე, მე და შენ მივდივართ ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო შ ი!
- ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები, დაბადების დღეზე მელოდებიან.
- ნუ, გიო, ნუ წახვალ, გთხოვ…
- დილას შენს საქმეზე წავიდეთ, შენ დაბეჯითებით და მტკიცედ ისაუბრე, ისე, როგორც იცი, სამართლიანად და შეუპოვრად. მე კი გვერდით გედგები უხილავად და გაგამხნევებ.
- ეგ კი, მაგრამ საღამოს?
- ნუ დაიჟინებ, სულ ცოტა ხნით გავქროლდები ქალაქგარეთ, ერთ გოგონას ოქროს იუბილედან ახალ ათვლას მივულოცავ და მალე წამოვალ.
- აღარ აღნიშნავს ის გოგონა დაბადების დღეს, გადაიფიქრა.
- შენ რა იცი?
- არა, არ ვიცი, მაგრამ იოტისოდენა თანაგრძნობის უნარი რომ გააჩნდეს, საკუთარი დაბადების დღე ყოველ წელს ძაძით უნდა შემოსოს!
- შენ რომ ასეთი არ ხარ, არც მსგავსი რამ რომ არ წამოგცდენია არასდროს, ახლა რა დაგემართა?
- რა და, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, იმას ვამბობ!
- მერე რატომ ფიქრობ ასე მკაცრად და სასტიკად?
- ალბათ გინდოდა გეთქვა, დამსახურებულად…
- კარგი, ნუ ჩაუღრმავდები ასე…
გადავიფიქრე, აღარ მივდივარ.
- რა კარგიააააა, გადარჩებიიიიი……………
- kარგი, ვთქვათ მე გადავრჩი, სხვა?
იმავე გზაზე, იმავე ღამეს, იმავე ხალხის პირისპირ…
- შენ არა, მაშინ მე…
პ. ს.
- ჰმ, მე სად წავიდე?..
- შენ მიშოს მიულოცე, ხვალ მისი დაბადების დღე არის, ოცი წლის იუბილე. შენკენ სავალი გზის ძებნაში მასაც ხომ შემოაღამდა…
- მიშო ისედაც სულ ჩემთან არის, წამითაც არ ვიშორებ გვერდიდან…
- შარშან ერთად რომ წასულიყავით, ნეტავ რა და როგორ იქნებოდა, გიო?..
- იგივე, რაც დღეს...“