logo_geo
„განათლების მინისტრში ყველაზე მეტად მომწონს...“ - არჩილ გამზარდია ალექსანდრე ჯეჯელავაზე
- +

28 ნოემბერი. 2016. 16:37


 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„განათლების მინისტრში ყველაზე მეტად მომწონს: პირველი, ის ენთუზიასტია - თავისუფლად შეუძლია, უბრალოდ ადმინისტრირება გაუწიოს განათლების პროცესს, მაგრამ მეტს სთხოვს საკუთარ თავს; მეორე, რომ ის შემოქმედებითია, არცერთი სხვა მინისტრი ასეთი შემოქმედებითი არაა, ქმნადობაზეა ეს ადამიანი ორიენტირებული და ვინც მენეჯმენტს როგორც ხელოვნებას, როგორც შემოქმედებას უყურებს, ის ბევრად კარგი მენეჯერია; მესამე, სასკოლო განათლების ყველაზე მთავარ დანიშნულებას ეძებს, ეს აღზრდაა და ამაზე ჯერ არცერთ სხვა მინისტრს არ უმუშავია; მეოთხე, მასწავლებლის პატივისცემის დაბრუნებას ცდილობს და მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჰარმონიის აღდგენას, რასაც წლებია უფრო ებრძოდნენ და ა.შ.

 

დანარჩენი წვრილმანებია, რიტორიკაც დაულაგდება, რომ ნაცარქექიას და კომბლეს კი არ უნდა ებრძოლოს, არამედ მათთან ერთად თანამედროვე ფოლკლორი შეიქმნას, ახალი პერსონაჟები, ახალი გმირები, ახალი მისაბაძები და ა.შ. მედიას ლავირებასაც დაამუღამებს და ტრენერის როლიდან მმართველის როლშიც იდენტობას მოახერხებს.

 

დანარჩენს კი ვნახავთ - კონცეპტუალურ საყრდენებად რეალურად რა შეიქმნება და როგორ. კრიტიკასაც და მხარდაჭერასაც ამის მიხედვით მივყვებით", - წერს გამზარდია.

 

 


 

big_banner
არქივი