logo_geo
მარიამ ჯაში: მინდა მოგილოცოთ ეს მართლაც ისტორიული წარმატება!
- +

1 დეკემბერი. 2016. 20:21


 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„გუშინ ქართული ანბანი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს და მინდა მოგილოცოთ ეს მართლაც ისტორიული წარმატება!

 

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

 

უდიდესი მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ უმნიშვნელოვანესი ნომინაციის წარდგენისა და ქართული ანბანის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარების პროცესის წარმატებით დასრულებისათვის!", - წერს ჯაში.

 










 

big_banner
არქივი